2023 წლის 13 ივნისს გრიგოლ რობაქიძს უნივერსიტეტის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ცენტრის ორგანიზებით სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის გაიმართა პირველი პრაქტიკულ-ინტერაქტიული ტრენინგი „მედიაცია - მოლაპარაკების ხელოვნება“.
ტრენინგს წინ უძღვოდა სტუდენტების გამოკითხვა/ინტერვიუირება დავის გადაწყვეტის ახალი და მეგობრული მექანიზმის შესახებ, რომელიც ადამიანურ ურთიერთობებსა და ფასეულობებს ემყარება და რომელსაც საფუძვლად უდევს მოლაპარაკება და ეფექტური კომუნიკაცია.
გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო სტუდენტთა დაინტერესება, რის საფუძველზეც დაიგეგმა და მომზადდა პრაქტიკულ - ინტერაქტიული ტრენინგი „მედიაცია - მოლაპარაკების ხელოვნება“, რომელიც მოიცავდა შემდეგ თემატიკას:
- ეფექტური კომუნიკაცია: ემოციის მართვა, არავერბალური კომუნიკაცია;
- მედიაცია, როგორც კონფლიქტის მოგვარების/მართვის თანამედროვე მექანიზმი.
ტრენინგში მონაწილეობა 20-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო, მათ შორის იყვნენ ბიზნესადმინისტრირების, ფსიქოლოგიის, სამართლისა და სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტები. ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ტრენინგს უძღვებოდა მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი ნინა გერსამია და ამავე ცენტრში ჩართული სტუდენტები: ნინი გოცირიძე, ლია სუდაძე, ელენე გიორგაძე, მარიამ ნიშნიანიძე, მარიამ კაპანაძე, მაკა პარსალიშვილი, სარა იბრაგიმოვა, რომლებმაც უზრუნველყვეს ტრენინგის პრაქტიკული და ინტერაქტიული კომპონენტი, რამაც განსაკუთრებული ინტერესი და ხიბლი შესძინა ამ აქტივობას.
სტუდენტებმა დადებითად შეაფასეს ტრენინგი და ამგვარ აქტივობებში კვლავაც მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.