მემორანდუმის კომპანია შპს Hiro-სთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მემორანდუმის კომპანია შპს Hiro-სთან


22 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ვახტან ჭარაიამ და შპს Hiro-ს დირექტორმა შორენა ასაბაშვილმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ.

 

თანამშრომლობის მიზანია სამეცნიერო/საერთაშორისო და მრავალმხრივი პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარების მიზნით, ერთობლივი თემატური სემინარების/კონფერენციების, საჯარო ლექციების/ტრენინგების ორგანიზება.

 

მემორანდუმი, ასევე, ითვალისწინებს როგორც თბილისის, ისე ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტების სტაჟირებას, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.