თორნიკე მერებაშვილი - იან კომენსკის უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


თორნიკე მერებაშვილი - იან კომენსკის უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე


2023 წლის 19 მაისს, ევროკავშირის მხარდაჭერით, სლოვაკეთის იან კომენსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო მულტიდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით “milniky prava”, რომელშიც ცენტრალური ევროპის სახელმწიფოს წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერ-მკვლევრები იღებდნენ მონაწილეობას.

 

იან კომენსკის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა საერთაშორისო კონფერენციაზე საგანგებოდ მიიწვია გრუნის დოქტორანტი - თორნიკე მერებაშვილი, რომელიც, სამეცნიერო -კვლევითი ვიზიტის ფარგლებში, რამდენიმე თვე თანამშრომლობდა აღნიშნულ უნივერსიტეტთან.

 

თორნიკე მერებაშვილმა, როგორც მიწის სამართლის სფეროს მკვლევარმა, კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება: „Social function of the property Registration of the ownership right to the agricultural plot by rightful owner in context“. სტატია იან კომენსკის უნივერსიტეტის ყოველწლიურ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდება.

 

ამ საკითხებზე საერთშორისო თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მიწის სამართლის კვლევითი ცენტრის ფორმირებასა და შემდგომ სრულფასოვან ფუნქციონირებას.