სტუდენტური კონფერენცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტური კონფერენცია


105 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერიდან და თავისუფალ საქართველოში დაბადებულმა თაობამ - სტუდენტობამ, გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაიხსენოს ის გზა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა გაიარეს თავისუფლების მოსაპოვებლად, პატივი მიაგოს იმ ადამიანებს, ვინც ქმნიდა, იბრძოდა და შეეწირა სამშობლოს უკეთეს მომავალს.

 

2023 წლის 30 მაისს გრუნის ჟურალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებმა სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიუძღვნეს.

 

გრუნისა და თსუ-ს სტუდენტებმა: გიორგი მორჩილაძემ, კესო მანჩხაშვილმა, ირინა ნასყიდაშვილმა, გურანდა გოგოლაძემ, თამარ აქუბარდიამ, მარიამ ზაქარიძემ, სალომე ონეზაშვილმა, ქეთევან ჯოჯუამ, სალომე შანთაძემ, მარიამ ბასილაძემ, თათია მექერიშვილმა, ქეთევან დარბაიძემ კონფერნციაზე წარმოადგინეს მრავალფეროვანი თემატიკა, ანალიზსა და კვლევაზე დაფუძნებული საინტერესო ფაქტები და მოსაზრებები, უნიკალური საარქივო მასალა და რადიოს ოქროს ფონდის ჩანაწერები.

 

კონფერენციაზე განხილული თემები:

  • პირველი ტელეჟურნალისტები და სიტყვის თავისუფლების ხარისხი ტოტალიტარულ ეპოქაში (ხელმძღვანელი პროფ.თათია პაჭკორია);
  • პროფესიას შეწირული სიცოცხლე (ნაზი შამანაურის დღიურების —„ჩემი სიმართლე ჩემი მტერია“ მიხედვით) (ხელმძღვანელი პროფ. დიანა ტყებუჩავა);
  • ფიქრები საქართველოს ევროპულ მომავალზე (ხელმძღვანელი პროფ. დიანა ტყებუჩავა);
  • ქართული რადიო - საქართველოს ისტორიის ხმოვანი მატიანე (ხელმძღვანელი პროფ. ნინო მაჭავარიანი);
  • ფაქტის ინტერპრეტაციის ნაირგვარობა და „დუმილის სპირალი“ ჟურნალისტურ შემოქმედებაში (ხელმძღვანელი პროფ. დიანა ტყებუჩავა);
  • ძირითადი დარღვევები კრიმინალური ამბების გაშუქებისას (ხელმძღვანელი პროფ.ელისო ჩაფიძე);
  • ცნება ტელეპერსონა - როგორ იქმნება გრძელვადიანი ისტორია ქართულ და ამერიკულ ჟურნალისტიკაში (ხელმძღვანელი პროფ.თათია პაჭკორია);
  • წყაროები და მათი დაცვა საგამოძიებო ჟურნალისტიკაში (ხელმძღვანელი პროფ.ელისო ჩაფიძე);
  • ტელესპექტაკლი, როგორც პირველი სატელევიზიო პროდუქტი ეკრანზე და პირველი საზოგადოებრივი განხილვის ინსპირაცია (ხელმძღვანელი პროფ.თათია პაჭკორია);
  • ექსპრესიული მუხტი მაკა ჯოხაძის პუბლიცისტიკაში (ხელმძღვანელი პროფ. დიანა ტყებუჩავა);
  • უცხომორფემიანი თხზული სახელები თანამედროვე ქართულში (ხელმძღვანელი პროფ.მერი ლომია).

 

კონფერენციას ესწრებოდნენ: ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი ნინო შოშიტაიშვილი, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები.

 

სტუდენტების მოხსენებებმა დეკანისა და პროფესორ-მასწავლებლების დიდი მოწონება და დადებითი შეფასება დაიმსახურა. აღინიშნა, რომ ყველა მოხსენება იყო საინტერესო, ნაფიქრი და გააზრებული, ეფუძნებოდა კვლევას და იგრძნობოდა ის დიდი შრომა რომელიც სტუდენტებმა მათ მოსამზადებლად გასწიეს.

 

სტუდენტებს გადაეცემათ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.