3 მაისს ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებს გასვლითი პრაქტიკული მეცადინეობა ჰქონდათ სასტუმრო „ბიოგრაფში“.
გრუნის მოწვეულმა პროფესორმა, ტურიზმის ექსპერტმა, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა სტუდენტებს გააცნო სასტუმროს სტრუქტურა და სტანდარტები, ოთახების კლასიფიკაცია, დაათვალიერებინა მიმღები და ფინანსური განყოფილება, სამზარეულო, სპა.
სტუდენტები დეტალურად გაეცნენ თითოეული მიმართულების მუშაობის სქემას, პრაქტიკაში განიხილეს თეორიულად შესწავლილი მასალა. ჩატარდა ზეპირი გამოკითხვა სასტუმროს სტანდარტების შესახებ.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI