გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში პროფესორ ლიანა სირაძის ინიციატივით, პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, გაიმართა ფასილიტაციის სესია საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხების შესახებ.
სესიის მუშაობაში მონაწილეობდნენ გრუნის პროფესორ-მასწავლებლები და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. განიხილეს შემდეგი საკითხი: საზოგადოებრივი ჯანდაცვა განვითარებული ქვეყნის (შვეიცარია) მაგალითზე და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევები.
გრუნის პროფესორმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა ლიანა სირაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო შვეიცარიაში, საერთაშორისო კონფერენციაზე - „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“- მიღებული ინფორმაცია და ამ ქვეყნის გამოცდილება, რომელიც მოიცავს ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაციის უსაფრთხოებასა და მონიტორინგს, იმუნიზაციას, ეპიდზედამხედველობას, დაავადებათა პრევენციასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციებზე დროულ რეაგირებას, ჯანმრთელობის ხელშეწყობას, საინფორმაციო მხარდაჭერას, გარემოს მავნე ფაქტორებისა და ქცევითი რისკფაქტორების პრევენციას, გამოყენებითი და ფუნდამენტალური ბიოსამედიცინო სამეცნიერო ლაბორატორიული კვლევების განხორციელებას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ლაბორატორიული სისტემის განვითარებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ლევან ლილუაშვილმა და ლია სხირტლაძემ ისაუბრეს ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, კერძოდ: საქართველოში მსოფლიო და ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთიანი, ეფექტური და კოორდინირებული სისტემის დანერგვის; მულტიდისციპლინური და მულტისექტორული პერსპექტივების ჭრილში, მონიტორინგისა და შეფასების ხარისხის ამაღლების; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავბის პროცესში მონაწილე ყველა მხარისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების მონაწილეობის, რეგიონული და რაიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ინფრასტრუქტურული მოწყობის სტრატეგიის შემუშავების; ჯანმოსთან, სახელისუფლებო სტრუქტურებთან, პარლამენტთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივად საკანონმდებლო ბაზის გადახედვა/სრულყოფის; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საქმიანობის გასაუმჯობესებლად, EPHO 1–4 ფუნქციების მიხედვით, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, ერთიანი პოლიტიკის გატარების მიზნით ევროკავშირის კანონმდებლობასთან და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზების; საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისების ორგანიზებისა და მართვის ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაზრდის; საზოგადოებივი ჯანდაცვის სპეციალისტების მზადების, უწყვეტი განათლებისა და პროფესიული განვითარების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებისა და სხვა საკითხების შესახებ.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ: მედიცინის სკოლის დეკანი ანა თეგეთაშვილი და მედიცინის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ზაზა ბერიშვილი.
შეხვედრის დასასრულს მომხსენებლებმა უპასუხეს დასმულ შეკითხვებს.