„ბავშვები თანასწორობისთვის“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


„ბავშვები თანასწორობისთვის“

1. პროექტის აღწერა

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვებს თანასწორობის უფლების არსის გააზრებაში. პროექტი ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას ერთი მხრივ, თავად იზრუნონ ადამიანებზე, საზოგადოებაზე, სამშობლოზე, მეორე მხრივ, სხვებსაც მისცენ მოტივაცია.

პროექტის ფარგლებში ბავშვები მოიფიქრებენ ორიგინალურ პროექტს, რომლის მიზანი იქნება მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა.

 

2. პროექტის მიზანი

  • მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება;
  • საზოგადოებაში თანასწორობის უფლების განმტკიცება;
  • მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობა;
  • თანასწორობის უფლების დაცვისა და განვითარების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა.

 

3. პროექტის ფორმალური მოთხოვნები

პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ფორმის მიხედვით (პროექტის ფორმა) და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • პროექტის ავტორ(ებ)ის შესახებ;
  • პროექტის დასახელება;
  • პროექტის განხორციელების ადგილი;
  • პროექტის აღწერა;
  • პროექტის მიზანი;
  • პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • პროექტის მოსალოდნელი შედეგები;
  • პროექტის მონაწილეთა სახელი, გვარი, ფუნქციათა გადანაწილება;
  • პროექტის ბიუჯეტი.

პროექტის წარმოდგენა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად (არაუმეტეს 2 აპლიკანტი).

 

4. გამარჯვებული პროექტების დაჯილდოება

გრუნი დააფინანსებს გამარჯვებული პროექტების ავტორების ვიზიტს ჟენევაში (ტური გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტში) ან/და სტრასბურგში (ტური ევროპის საბჭოში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ევროპულ პარლამენტში) ან/და ბრიუსელში (ტური ნატოში, ევროპის კავშირის სტრუქტურებში).

 

5. პროექტის ვადები და ეტაპები

პირველი ეტაპი

პროექტის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 მარტი.

პროექტი იგზავნება შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: teenacademy@gruni.edu.ge

საკონტაქტო პირი: 599 776 771 მერი ლომია; 555 303 905 დავით თარაშვილი.

მეორე ეტაპზე განიხილება მხოლოდ ის განაცხადები/პროექტები, რომლებიც აკმაყოფილებენ ფორმალურ და შინაარსობრივ მოთხოვნებს.

 

მეორე ეტაპი

2023 წლის 31 მარტს პირველ ეტაპზე შერჩეული პროექტების/განაცხადების ავტორები პროექტის პრეზენტაციას გააკეთებენ ჟიურის წინაშე, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულ პროექტებს.

 

შენიშვნა: პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ გრუნის 20%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი (მოქმედებს გრუნის პირველ ნომრად არჩევის შემთხვევაში) და პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.