ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საფრანგეთი) გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლების სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს 2022-2023 სასწავლო წლის მეორე სემესტრისთვის.
სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე!
სემესტრის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს გადაეცემათ ნანტის სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი, რომლის კრედიტები აღიარებული იქნება გროგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიერ.
ნანტის უნივერსიტეტში სწავლის ღირებულება ფინანსდება ორი უნივერსიტეტის ხელშეკრულების საფუძველზე. არ ფინანსდება საცხოვრებელი, მგზავრობა და ყოველდღიური ხარჯები.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ პროგრამის კოორდინატორს, პროფესორ თამარ გაგოშიძეს - t.gagoshidze@gruni.edu.ge
განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 5 ოქტომბერი.