რიგგარეშე მობილობის პროცედურა შპს სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმის სტუდენტებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


რიგგარეშე მობილობის პროცედურა შპს სასწავლო უნივერსიტეტ მილენიუმის სტუდენტებისათვის

რიგგარეშე მობილობის უფლების მქონე სტუდენტებმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩარიცხვის მიზნით მ/წ 1 აგვისტოდან 7 აგვისტოს ჩათვლით, 12:00-დან 17:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ სტუდენტის პირადი საქმის ასლები.

 

უნივერსიტეტში რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტები:

 

  1. განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
  2. აპლიკაცია (ივსება ადგილზე);
  3. პირადობის მოწმობის ასლი;
  4. ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთდ;
  5. სკოლის ატესტატი (საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთათვის);
  6. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
  7. აკადემიური ცნობა კრედიტებისა და შეფასებების მითითებით;
  8. სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
  9. სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ სამართლებრივი აქტის ასლი;
  10. სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში);

 

იხ. გამოცხადებული ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი.

 

მისამართი: თბილისი, ირინა ენუქიძის 3

 

საკონტაქტო პირი: ფიქრია ბერიძე - სტუდენტთა მხარდაჭერისა და სერვისის სამსახურის უფროსი ელ-ფოსტა: p.beridze@gruni.edu.ge;
ტელ: +995 32 38 44 06 (107)