ინგლისური ენის ლექტორთა პროფესიული განვითარება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ინგლისური ენის ლექტორთა პროფესიული განვითარება


გრუნის ინგლისური ენის ლექტორებისთვის, პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა ფასილიტაციის სესია ETA პროგრამის, ამერიკელი მოხალისეს, ბრენდონ ჰარდინგის ფასილიტაციით. მონაწილეებმა განიხილეს ინგლისურის, როგორც უცხოური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენების პრაქტიკა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში. ეს იყო ETA პროგრამის დაწყებიდან (2022 წლის საგაზაფხულო სემესტრი) განვლილ პერიოდში დაგროვილი გამოცდილების ურთიერთგაზიარება პრობლემებისა და აპრობირებული მეთოდების რეალური შედეგების ჩვენებით.

 

სესიის მუშაობაში მონაწილეობდა ბათუმის წარმომადგენლობის ლექტორიც. ანალოგიური სესია, ლექტორთა სრული შემადგენლობით, გაიმართება ივნისში, ბათუმის წარმომადგენლობაში.