ჟურნალს - აკადემიური მაცნე - DOI მიენიჭა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ჟურნალს - აკადემიური მაცნე - DOI მიენიჭა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალს - აკადემიური მაცნე - DOI მიენიჭა (ობიექტის ციფრული იდენტიფიკატორი), რაც ჩვენს აკადემიურ პერსონალსა და ახალგაზრდა მკვლევრებს შესაძლებლობას მისცემს, ამააღლონ მათი ავტორობით გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების ცნობადობის ხარისხი.

 

DOI არის ბმული ობიექტის მუდმივი ადგილმდებარეობის შესახებ (URL) ან ინფორმაცია (Metadata) ინტერნეტში. ობიექტი შესაძლებელია იყოს ონლაინპუბლიკაცია ან მისი ნაწილი (წიგნი, წიგნის თავი, სტატია) ან ელემენტი (სურათი, ცხრილი, ფორმულა და სხვა), აუდიო და ვიდეოკონტენტი, მონაცემთა კომპლექტი, მონაცემთა ბაზა და სხვა.

 

ჟურნალი „აკადემიური მაცნე" გამოიცემა ონლაინ წესით, წელიწადში ერთხელ. მიმდინარეობს სტატიების მიღება. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ უნივერსიტეტის სამეცნიერო - კვლევით ცენტრს: g.ochigava@gruni.edu.ge