გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა განაგრძობს ვებინარების ციკლს ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური პოლიტიკური პროცესებისა თუ მსოფლიოს ახალი გეოპოლიტიკური ვითარების შესახებ.
ვებინარებზე გამართული დისკუსია აფართოებს სტუდენტების თვალსაწიერსა და ეხმარება მათ გააკეთონ სწორი აქცენტები სახელმწიფო მმართველობისა თუ პოლიტიკური პროცესების შესახებ.
2022 წლის 01 აპრილს გაიმართა ვებინარი თემაზე: საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის კომპეტენციები საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში.
ვებინარის ფარგლებში მოხსენება გააკეთა პროფესორმა გიორგი მირიანაშვილმა, რომელმაც ისაუბრა პრეზიდენტისა და მთავრობის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებზე და მათი განხორციელების კონსტიტუციურ ფარგლებზე. პროფესორმა მიმოიხილა საქართველოს კონსტიტუციის რელევანტური ნორმები ინტერპრეტაციის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით.
მოხსენების შემდეგ ვებინარი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და გაიმართა დისკუსია მომხსენებელსა და მონაწილეებს შორის.