გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა Erasmus+ -ის პროგრამის ფარგლებში, გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი პოლონეთის Jan Dlugosz-ის უნივერსიტეტთან.
პროგრამა ითვალისწინებს საგაზაფხულო სემესტრში ეკონომიკის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტების მობილობას.
სწავლის, მოგზაურობისა და ყოველდღიური ხარჯები სრულად ფინანსდება.
Erasmus+ -ის პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ ბიზნესის სკოლის პროფესორ - მასწავლებლებსაც. მათი მივლინება მოიცავს ერთ კვირას, საშუალება აქვთ წაიკითხონ ლექციები Jan Dlugosz-ის უნივერსიტეტში. ლექტორების მივლინებაც სრულად ფინანსდება.
სტუდენტებისა და ლექტორების ინგლისური ენის დონე განისაზღვრება BB2 დონით.
ინგლისურ ენაში გასაუბრება გაიმართება ინდივიდუალურად, ონლაინრეჟიმში.
ვისაც სურვილი აქვს მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ პროგრამაში, 2 ნოემბრის ჩათვლით უნდა აცნობოს შესაბამის სამსახურს ამის შესახებ მეილზე: international@gruni.edu.ge
სტუდენტებმა მეილში მიუთითეთ, სახელი გვარი, ტელეფონის ნომერი, სწავლის მიმართულება.
ლექტორებმა - სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და CV
P.S. პროგრამა არ ითვალისწინებს პირველკურსელების მობილობას.