გასაუბრების შედეგები
სპეციალობის ქულები:
უცხო ენის ქულები:
სამართლებრივი ხელშეკრულების გაფორმება უნივერსიტეტსა და მაგისტრანტობის კანდიდატს შორის - 2021 წლის 22 სექტემბერიდან 23 სექტემბრის ჩათვლით.
ელექტრონულად გამოგზავნილი ყველა დოკუმენტი, მატერიალური ფორმით, უნდა წარმოადგინოთ ხელშეკრულების შევსების დროს ადგილზე:
- განაცხადი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ბაკალავრის დიპლომის ასლი ნიშნების დანართთან ერთად (უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტიკურობის შესახებ);
- ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთად;
- სამხედრო ბილეთი ან მიწერის მოწმობა ვაჟებისათვის;
- საგამოცდო ბარათის ასლი;
- რეგისტრაციის საზღაურის გადახდის ქვითარი;
შენიშვნა:
- მხოლოდ 2020-21 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის, დიპლომის არ ქონის შემთხვევაში, ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ (კვალიფიკაციის/აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანოს სახელწოდება; მიღებული გადაწყვეტილების ნომერი, თარიღი), ასევე, აუცილებელია დიპლომის გაცემის კონკრეტული თარიღის მითითება.
- კლინიკური ფსიქოლოგიისა და ფსიქოკონსულტირების სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია ფსიქოლოგიაში;
- სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია;
თბილისი, ირინა ენუქიძის ქუჩა №3
დაჯავშნე ვიზიტი
22 სექტემბერი
23 სექტემბერი