„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შეტანილ იქნა ცვლილება და განისაზღვრა შემდეგი:
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებს, უფლებამოსილნი არიან აღნიშნული პროგრამის პრაქტიკული/ლაბორატორიული/კლინიკური კომპონენტები წარმართონ დადგენილი რეგულაციების დაცვით არადისტანციურ რეჟიმში იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კომპონენტის განხორციელებაში ჩართული პერსონალი და სტუდენტი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ა) სრულად ვაქცინირებულია;
ბ) უზრუნველყოფს უარყოფით PCR ტესტის წარდგენას კვირაში ერთხელ;
გ) ახალი კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ არის გასული 6 თვეზე მეტი.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №459