სტუდენტთა დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტთა დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში

საქართველოს მთავრობამ (დადგენილება №435 27.08.21) მიიღო გადაწყვეტილება, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დააფინანსოს გარკვეული კატეგორიის სტუდენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში.

 

კატეგორიები:

მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე სკოლის კურსდამთავრებულები;

 

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები;

 

აზერბაიჯანულენოვანი/სომხურენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები;

 

ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლადამთავრებულები;

 

ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა და მკვეთრად/მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;

 

ობოლი (უდედმამო);

 

მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილით);

 

სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი;

 

შეზღუდული შესაძლებლობის პირი;

 

აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირი;

 

სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე).

 

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადებები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში 2021 წლის 10 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის 18.00 საათამდე პორტალზე: http://socreg.mes.gov.ge რეგისტრაციით.

 

პორტალზე გადასვლა შესაძლებელია საქართველოს განათლების და მეცნიერების ვებგვერდიდან mes.gov.ge (ბანერი - სტუდენტთა დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში).

 

 

საქართველოს მთავრობის დადგენილება № 435