ერთობლივი საერთაშორისო კვლევა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ერთობლივი საერთაშორისო კვლევა

საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამებში აქტიური მონაწილეობით, ცოდნის გაცვლითა და გაზიარებით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ამკვიდრებს მაღალ სამეცნიერო-კვლევით კულტურასა და ქმნის ფართო კომპეტენციით აღჭურვილი ახალგაზრდა მეცნიერების მომზადების ეფექტურ სისტემას.

 

სულ ახლახან, საერთაშორისო პროგრამის „აღმოსავლეთ ევროპა და ინტერნაციონალური სამეცნიერო პლატფორმა" ეგიდით, გამოიცა კიდევ ერთი საინტერესო ელექტრონული სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფია „განათლების ხარისხი საგანმანათლებლო დაწესებულებებში“.

 
მონოგრაფიის ავტორები არიან: სლოვაკი მეცნიერი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი - როზმარინა დუბოვსკა და უნივერსიტეტის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი - გოჩა ოჩიგავა.

 

პუბლიკაცია განკუთვნილია ჩეხეთის რესპუბლიკისა და სლოვაკეთის უმაღლესი სასწავლებლების რუსულენოვანი უცხოელი სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის.

 

მონოგრაფია გამოიცა პრაღაში და ის დაცული იქნება ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად მიიღებს მონაწილეობას აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სამეცნიერო საქმიანობაში.