გრუნის სტუდენტური საგრანტო პროგრამები

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის სტუდენტური საგრანტო პროგრამები

სტუდენტური საგრანტო პროგრამებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უნივერსიტეტის სტუდენტებს, როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად, მათ შორის, გარეშე პირების (სპეციალისტების) მონაწილეობით.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პროგრამით გათვალისწინებული თანხა არ არის საკმარისი მისი განხორციელებისთვის, კომიტეტს, კონკრეტული პროგრამის მნიშვნელობის გათვალისწინებით, შეუძლია გაზარდოს შემოთავაზებული დაფინანსება.

განაცხადის წარდგენის ვადაა 2021 წლის 10 ივნისი (იხილე აქ). განაცხადი გამოგზავნეთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: grant@gruni.edu.ge

 

01-21: პროგრამა

სტუდენტთა ინფორმირებულობის გაუმჯობესება

მიზანი: მაქსიმალურად ეფექტიანი გახდეს უნივერსიტეტის საინფორმაციო პლატფორმებთან წვდომა

მოთხოვნილი თანხა: არაუმეტეს 10000 ლარი

პროექტი შეიძლება შეიცავდეს:

  • ახალი მობილური აპლიკაციის შექმნას
  • უნივერსიტეტის ვებგვერდის სხვა ელექტრონულ პლატფორმებთან ინტეგრირების გაუმჯობესებას
  • სხვა შემოთავაზება

 

02-21: პროგრამა

უნივერსიტეტის ვებგვერდის ნავიგაციის გაუმჯობესება

მიზანი: ვებგვერდის ვიზიტორებისთვის გამარტივდეს საჭირო ინფორმაციის მოძიება, საუნივერსიტეტო კამპუსის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება.

მოთხოვნილი თანხა: არაუმეტეს 10000 ლარი

პროექტი შეიძლება შეიცავდეს:

  • ნავიგაციის სტრუქტურის ცვლილებას
  • ვირტუალური ტურის მომზადებას

 

03-21: პროგრამა

საბიბლიოთეკო მომსახურება

მიზანი: ყოვლისმომცველი გახდეს საბიბლიოთეკო რესურსები და უფრო გამარტივდეს ხელმისაწვდომობა.

მოთხოვნილი თანხა: არაუმეტეს 5000 ლარი

პროექტი შეიძლება შეიცავდეს:

  • მენეჯმენტთან დაკავშირებულ ნოვაციებს
  • ტექნოლოგიურ ნოვაციებს

 

04-21: პროგრამა

სატელევიზიო გადაცემა საუნივერსიტეტო მულტიმედია ცენტრისთვის

მიზანი: სტუდენტი-ახალგაზრდობისთვის საინტერესო შემეცნებითი გადაცემების შექმნა და ტრანსლირება გრუნის ინტერნეტტელევიზიით

მოთხოვნილი თანხა: არა უმეტეს 2000 ლარი (უნივერსიტეტის თანამონაწილეობით)

პროექტი შეიძლება შეიცავდეს:

  • საქართველოს ისტორიული მასალის გაცნობას/მიმოხილვას
  • თოქშოუს ფორმატს განათლებისა და მეცნიერების აქტუალური საკითხების შესახებ
  • თოქშოუს ფორმატს ახალგაზრდული პრობლემატიკის შესახებ

 

05-21: პროგრამა

სტუდენტური აქტივობა

მიზანი: ხელი შეუწყოს სტუდენტთა პროფესიულ/ინტელექტუალურ განვითარებას

მოთხოვნილი თანხა: არა უმეტეს 2000 ლარი

პროექტი შეიძლება შეიცავდეს:

  • ახალი სასწავლო კურსის თემატიკას
  • მუდმივ მოქმედ პლატფორმას - მრგვალი მაგიდა ან ფორუმი, ან კონფერენცია, ან მსგავსი ფორმატი
  • ერთჯერად ღონისძიებას

 

06-21: პროგრამა

თავისუფალი პროგრამა

მიზანი: გააფართოოს მონაწილე სტუდენტთა სპექტრი და ხელი შეუწყოს საგრანტო იდეების გამრავალფეროვნებას

 მოთხოვნილი თანხა: არა უმეტეს 2000 ლარი (უნივერსიტეტის თანამონაწილეობით)

 პროექტი შეიძლება შეიცავდეს აქტივობას, რომელიც ხელს შეუწყობს:

  • სტუდენტთა ინტელექტუალიზაციას
  • სტუდენტთა თავისუფალი დროის გონივრულად გამოყენების სისტემის ჩამოყალიბებას ან ცალკეული ღონისძიების განხორციელებას
  • სხვა