გამოიცა სამეცნიერო კრებული „აფხაზეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა 1921-1991 წლებში“, რომლის ავტორები არიან: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დოქტორი ნონა ჭანტურია და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის დოქტორი ბეჟან ხორავა.
მკვლევრების მიერ შესწავლილი და ნაშრომში წარმოდგენილია აფხაზეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხი, ნაჩვენებია საბჭოთა აფხაზეთის დასახლებული პუნქტების სახელწოდებების შეცვლის დინამიკა. ნაშრომს თან ერთვის მნიშვნელოვანი ცნობები და დოკუმენტები 1921-1991 წლებში აფხაზეთის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფისა და გეოგრაფიული სახელწოდებების შეცვლის ან ტრანსკრიფციული ცვლილებების შესახებ.
სამეცნიერო ნაშრომი განკუთვნილია სპეციალისტებისა და ამ საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის.
კრებული გამოიცა აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI