„საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის“ სპეციალური გამოცემა საგანგებო მდგომარეობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი რეგულირების საკითხებს მიეძღვნა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


„საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის“ სპეციალური გამოცემა საგანგებო მდგომარეობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი რეგულირების საკითხებს მიეძღვნა

მომზადდა და გამოქვეყნდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის - “საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის“, 2020 წლის სპეციალური გამოცემა, რომელიც მიეძღვნა საგანგებო მდგომარეობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი რეგულირებისა და ასეთ ვითარებაში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს.

 

საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის სპეციალური გამოცემის თემატიკა განსაკუთრებული აქტუალობის მატარებელია, რადგან კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგში დააყენა კრიზისული მმართველობის განხორციელება.

 

ჟურნალში მოცემულია ქართველი და უცხოელი მეცნიერების ნაშრომები, რომლებიც, ასევე, ქვეყნდება „Heinonline“- ის სამართლებრივი სტატიების საერთაშორისო საძიებო სისტემაში.

 

„საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი“ გამოიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე და განკუთვნილია სამართლის სფეროში მოღვაწე მეცნიერების, ექსპერტებისა და სტუდენტებისათვის.

 

ჟურნალის სპეციალური გამოცემის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს.