სწავლა-სწავლების ახალი რეალობა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სწავლა-სწავლების ახალი რეალობა

უნივერსიტეტში, სწავლა, აკადემიური პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა ნექსუსის მეშვეობით უწყვეტად მიმდინარეობს. ამ სისტემას უნივერსიტეტი 15 წელზე მეტია წარმატებით იყენებს.

 

მეცადინეობების პროცესში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია, როგორც კომპიუტერის, ისე მობილური ტელეფონის საშუალებით.

 

ნექსუსის ადმინისტრაცია დაუღალავად მუშაობს სისტემის გამრავალფეროვნებისა და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად, ამავე დროს, ის სიამოვნებით მიიღებს თითოეული სტუდენტისა თუ ლექტორის წინადადებას/მოსაზრებას ამ სისტემის კიდევ უფრო დახვეწისა და გაუმჯობესებისათვის.

 

უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს თითოეულ პროფესორსა და სტუდენტს სასწავლო პროცესის ახლებური, თანამედროვე ფორმით წარმართვის საქმეში.