უნივერსიტეტი თავისი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის შესაძლებლობის უზრუნველყოფას მიიჩნევს, რაც მოსახლეობის პროფესიული მობილობის პროცესის მხარდაჭერასა და სპეციალისტთა გადამზადების მოქნილი სისტემის ჩამოყალიბებას გულისხმობს.
ამ მიზნით უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების სხვადასხვა პროექტი ხორციელდება, კერძოდ, მიმდინარე წლის იანვრიდან უნივერსიტეტში სოციალური მუშაობის სამართლებრივი ტრენინგი მიმდინარეობს.
აღნიშნულ პროექტს უნივერსიტეტი ა(ა)იპ დემოკრატიის განვითარების სააგენტოსა და ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშროლობისა და პარტნიორობის ფარგლებში ახორციელებს.
წლის განმავლობაში სოციალურ მუშაკთა რამდენიმე ჯგუფში წარმატებით ჩატარდა ტრენინგი და ტესტირება, რომელსაც უძღვება უნივერსიტეტის პროფესორი, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ანა ფირცხალაშვილი.
ივლისში უნივერსიტეტმა სოციალურ მუშაკთა ახალ ჯგუფს უმასპინძლა.
სოციალური მუშაობის სამართლის სახელმძღვანელო, რომელიც ა(ა)იპ დემოკრატიისა განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მხარდაჭერით შეიქმნა, სოციალურ მუშაკთა ძირითადი სახელმძღვანელოა.
წლის განმავლობაში უნივერსიტეტში სულ 200-ზე მეტი სოციალური მუშაკი გადამზადდება.