2019 წლის 27-28 ივნისს უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი მედიცინის სკოლის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის - სწავლის შედეგების ფორმირება და შეფასება. ტრენინგს უძღვებოდნენ ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული ცენტრის ექსპერტები: მურთაზ კვირკვაია, ვასილ კიკუტაძე და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი ნინო წილოსანი. მსმენელებს მიესალმა და ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შესახებ ისაუბრა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ. ტრენინგი მუშაობაში მონაწილეობდა 14 აკადემიური და მოწვეული პერსონალი.