უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის მიერ შემუშავებული საგრანტო პროექტი - “უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობის კვლევა საქართველოში“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2018 წლის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამარჯვებულ პროექტებს შორის დასახელდა (FR-18-6156).
ფუნდამენტური კვლევა მიზნად ისახავს: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დამსაქმებლებს შორის არსებული თანამშრომლობის მდგომარეობის შესწავლას, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმებისა და მოდელების გამოვლენას.
ფუნდამენტურ კვლევით პროექტში ჩართულია ორი ძირითადი მკვლევარი (მურთაზ კვირკვაია, ვასილ კიკუტაძე), სამი ახალგაზრდა მეცნიერი (ნათია დაღელიშვილი, თამარ თავხელიძე, გივი გუჯარაიძე), ქართველი და უცხოელი კონსულტანტები.
ბიზნესისა და მართვის სკოლასთან არსებული კვლევითი ცენტრი ამჟამად მუშაობს ახალ საპროექტო წინადადებაზე მულტიდისციპლინური გამოყენებითი კვლევის, კერძოდ, საქართველოში მოქმედი კომპანიების საჭიროებების კვლევის საწარმოებლად.
სამომავლო პროექტებში მონაწილეობის მისაღებად სკოლა ღიაა კრეატიულ ახალგაზრდებთან (სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, კურსდამთავრებულები, სკოლის მოსწავლეები) და სხვადასხვა დარგის გამოცდილ მეცნიერებთან თანამშრომლობისთვის.
ბიზნესისა და მართვის სკოლა მადლობას უხდის შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდს ფუნდამენტური კვლევების განხორციელებაში მხარდაჭერისთვის, ასევე, უნივერსიტეტსა და მისი ყველა თანამშრომელს საპროექტო წინადადების მომზადებაში მხარდაჭერისთვის.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ულოცავს ბიზნესისა და მართვის სკოლას სამეცნიერო გრანტის მოპოვებას და შემდგომ წარმატებას უსურვებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.