სტუდენტებისათვის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადი ცოდნის გადაცემა უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
ამ მიზნის მისაღწევად, საგანმანათლებლო პროგრამების მუდმივი განვითარებისა და განახლების გარდა, უნივერსიტეტი ახორციელებს სხვა სახის აქტივობებსაც - მასტერკლასებს, საჯარო ლექციებს პრაქტიკოსი სპეციალისტების/ექსპერტების მონაწილეობით, გასვლით მეცადინეობებს და ა. შ.
11 ოქტომბერს სს „ლილო 1-ის“ ლოჯისტიკური ცენტრის საოპერაციო დირექტორმა ხათუნა ბიწაძემ, ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებისთვის ჩაატარა მასტერკლასი თემაზე „ლოჯისტიკური ბიზნესის მართვა საქართველოში“.
მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა ლოჯისტიკის როლზე ქართული ეკონომიკის განვითარებაში, სტუდენტებს გააცნო ამ სფეროში არსებული პრობლემები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
შეხვედრის დასასრულს მოწვეულმა სტუმარმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
საკონტაქტო პირი: მურთაზ კვირკვაია - m.kvirkvaia@gruni.edu.ge 593-36-28-21