გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციის დასაკავებლად.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ გრ.რობაქიძის უნივერსიტეტის:
- ბიზნესის ადმინისტრირების (მარკეტინგში) საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს;
- ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
კონკურსანტებმა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურში უნდა წარმოადგინონ:
- უნივერსიტეტის მარკეტინგული განვითარების გეგმა;
- განცხადება (დანართის შესაბამისად);
- პირადი მონაცემები (CV) (დანართის შესაბამისად) ;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- დიპლომის ასლი (კურსდამთავრებულთათვის);
კონკურსანტთა მონაცემების განხილვის დროს უპირატესობა მიენიჭებათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც წარმოადგინეს უნივერსიტეტის მარკეტინგული განვითარების საუკეთესო გეგმა; ამ მიმართულებით გააჩნიათ კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, მონაწილეობა აქვთ მიღებული ადგილობრივ ან საერთაშორისო თემატურ (მარკეტინგი) კონფერენციებში, გააჩნიათ სამუშაო გამოცდილება, ფლობენ ინგლისურ ენას.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI