ადმინისტრაციის განცხადება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ადმინისტრაციის განცხადება

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსები) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ

სტუდენტთა მიერ სპეციალობების არჩევის პროცესი დაემთხვა იმ პერიოდს, როცა ჩვენი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსები) საბაკალავრო და სამაგისტრო (MBA) პროგრამებს გაუვიდათ წინა აკრედიტაციის ვადა და ამჟამად გეგმიური აკრედიტაციის რეჟიმშია. კანონმდებლობის თანახმად, ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო პროგრამული (საგრანტო) დაფინანსება ჩერდება, მაგრამ ეს არ აფერხებს ამ პროგრამის განხორციელებას ავტორიზებულ რეჟიმში, ყველა სხვა პრივილეგიის შენარჩუნებით.

აქვე აღვნიშნავთ, რომ უნივერსიტეტის სხვა სტუდენტების საგრანტო დაფინანსებას (ვინც უკვე სწავლობს ამ პროგრამებზე) საფრთხე არ ემუქრებათ.

 

ადმინისტრაცია

 

 

საკონტაქტო პირი: ლალი ციხისელი, l.tsikhiseli@gruni.edu.ge