Erasmus + -ის ფარგლებში გრძელდება ევროპის პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის მოწვევა და სწავლა-სწავლებისა და კვლევით პროცესებში მათი ჩართვა.
4 ივნისიდან ერთი კვირის განმავლობაში უნივერსიტეტი მასპინძლობდა პოლონეთის კიელცეს იან კოხანოვსკის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორს გრჟეგორ ვალეკს.
მოწვეულმა სტუმარმა ბიზნესის და მართვის სკოლის სტუდენტებისათვის წაიკითხა ლექციების ციკლი გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანია ტურიზმში.
სტუდენტები გაეცნენ თანამედროვე საინფორმაციო სისტემების გამოყენებას: სივრცითი მონაცემების ინტერნეტიდან ჩამოტვირთვას და მათ გამოყენებას რუკების შესაქმნელად, აგრეთვე, ვიზუალიზაციისა და ღრმა ანალიზისთვის.
ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა ერთობლივი გასვლითი ლექცია ბოტანიკურ ბაღში, სადაც პოლონელმა პროფესორმა გამოთქვა მოსაზრება საქართველოში გეოპარკების შექმნის თაობაზე, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია, როგორც სტუდენტებში, ისე ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებში.
საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge