კომპანია “Startup venture”-ის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა დავით ჩიხლაძემ უნივერსიტეტის ბიზნესის და მართვის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის წაიკითხა ლექცია სტარტაპების დაფინანსების შესახებ. განხილულ იქნა: სტარტაპების შეფასებისა და დაფინანსების უცხოური გამოცდილება, სტარტაპების დაფინანსების პრობლემები და მისი განვითარების შესაძლებლობები საქართველოში.
ლექცია წარიმართა ინტერაქტიურ რეჟიმში, სტუმარმა მიმოიხილა კონკრეტული შემთხვევები (ქეისები), რამაც სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია.
საკონტაქტო პირი: პროფ. ვასილ კიკუტაძე, v.kikutadze@gruni.edu.ge