უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლა იწყებს მუდმივმოქმედ სამეცნიერო სემინარს “თანამედროვე ეკონომიკა - მაკროეკონომიკური კვლევები“ ("Modern Economy _ Macroeconomic Research"), ხელმძღვანელი პროფესორი დემურ გიორხელიძე.
სამეცნიერო სემინარის მიზანია ფართო საზოგადოებისათვის თანამედროვე მაკროეკონომიკური თეორიის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული კვლევების გაცნობა და ეკონომიკის ანალიზისათვის მისი შედეგების გამოყენება, აგრეთვე, ეკონომიკის მკვლევართა კვალიფიციური ჯგუფის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
სემინარის ფარგლებში განიხილება თანამედროვე ეკონომიკის აქტუალური საკითხები. მეცნიერ-მკვლევრები, დოქტორანტები და მაგისტრანტები წარმოადგენენ თავიანთ სამეცნიერო ნაშრომებსა თუ დისერტაციებს თანამედროვე მაკროეკონომიკაში [Modern (Advanced) Macroeconomics].
სემინარი ღიაა თანამედროვე ეკონომიკის სფეროში მოღვაწე ყველა მკვლევრისა და ამ საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის.
მოხსენების შესახებ განაცხადი შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს სემინარამდე არაუგვიანეს 10 დღისა, ელ.ფოსტის მეშვეობით: modern_macroeconomics@gruni.edu.ge ან უშუალოდ სემინარის ხელმძღვანელთან, ტელ.: (+995) 599 569 711.
სემინარი გაიმართება ყოველი თვის ბოლო პარასკევს, 17.00 სთ.-ზე, აუდიტორია № 104.
მისამართი: გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი,
თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე - 13 კილომეტრი.
ტელ: 2 38 44 06 / 108.
პირველი სემინარი გაიმართება მიმდინარე წლის 1 მარტს.
განსახილველი საკითხები:
1. "თანამედროვე მაკროეკონომიკური კვლევები და სამეცნიერო სემინარის ინტერესთა მიმდინარე სფერო"
(მომხს. დემურ გიორხელიძე)
2. "წარმოების ფაქტორების წვლილი საქართველოს ეკონომიკის ზრდაში (1996-2016) ადამიანური კაპიტალის მდგომარეობა და ეკონომიკური ზრდის პრობლემები"
(მომხს. დემურ გიორხელიძე)