შეხვედრა საზოგადოებრივ დამცველთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შეხვედრა საზოგადოებრივ დამცველთან


უნივერსიტეტის სტუდენტებს ტელეკომუნიკაციის სფეროს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი თამთა ტეფნაძე შეხვდა.

 

ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს გააცნო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციები და საქმიანობა, რომელიც მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად ჩამოყალიბდა.

 

სტუმარმა ისაუბრა, აგრეთვე, მომხმარებელთა უფლებებზე და ინტერნეტმომსახურების ხარისხთან, დაზიანებებსა და შეფერხებებთან, სატარიფო და სხვა სახის სარეგულაციო/სატარიფო ცვლილებებთან დაკავშირებით წარმოშობილ სადავო საკითხებზე, მომხმარებელთა უფლებებისა და დარღვეული მომსახურების აღდგენის ან მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მომხმარებელთა დაცვის მექანიზმებზე.

 

შეხვედრის დასასრულს, ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა უპასუხა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა შეკითხვებს.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია; m.lomia@gruni.edu.ge 599776771