კარიერული განვითარების მართვა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კარიერული განვითარების მართვა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი სტუდენტებისათვის იწყებს ტრენინგკურსს „კარიერული განვითარების მართვა“, რომელიც ითვალისწინებს შრომითი საქმიანობის დაგეგმვის, კარიერული წინსვლის, პროფესიული მიზნების მიღწევისა და უნარ-ჩვევების გამომუშავების საკითხების განხილვასა და შესწავლას.

 

ამასთან დაკავშირებით, 109-ე აუდიტორიაში გაიმართა შეხვედრა დამოუკიდებელ კონსულტანტთან, ორგანიზაციის განვითარებისა და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტთან გიგა ჭანტურიასთან.

 

უნივერსიტეტის მიერ მოწვეულმა სპეციალისტმა სტუდენტებს ზოგადად გააცნო შემოთავაზებულ ტრენინგკურსზე განსახილველი საკითხები: გლობალური კონკურენციის, კვალიფიციური კადრების ზრდის, მომსახურების სფეროს განვითარების, შრომის ბაზრის, ახალ სამსახურში ადაპტაციის, თვითშემეცნების ეტაპების შესახებ და სხვ. შეხვედრაზე სტუდენტებსა და მოწვეულ სპეციალისტს შორის საინტერესო დისკუსიაც გაიმართა.

 

პირველი ტრენინგკურსი დაიწყება მიმდინარე წლის 20 ნოემბერს და ეტაპობრივად გაგრძელდება სხვადასხვა ჯგუფისათვის. თითოეული ტრენინგი 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომლის დასრულების შემდეგ, ჩატარებული ტესტირების საფუძველზე, სტუდენტები შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ.

 

შეხვედრას, სურვილისამებრ, უნივერსიტეტის ყველა სკოლის სტუდენტი ესწრებოდა.

 

 

საკონტაქტო პირი: სოფიო თავბერიძე - 551041144 s.tavberidze@gruni.edu.ge sofitavberidze@gmail.com