წარმატებით განხორციელდა საუნივერსიტეტო პროექტი: გახდი იურისტი - 2017, რომელშიც მონაწილეობას იღებდა საჯარო და კერძო სკოლების ათეულობით უფროსკლასელი.
აღნიშნული პროექტი, რომელიც 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ორიენტირებული იყო უფროსკლასელთა პროფესიული ორიენტაციის ფორმირებასა და ახალი ცოდნის შეძენაზე. პროექტის განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები, სამართლის სკოლის სამივე აკადემიური საფეხურის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
პროექტის დასასრულს, უფროსკლასელებს გადაეცათ სერთიფიკატები და 5% - იანი ფასდაკლების ვაუჩერები.
საკონტაქტო პირი: ია ხურციძე 599509696

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI