ნატა რობიტაშვილის ინტერაქტიური სემინარი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ნატა რობიტაშვილის ინტერაქტიური სემინარი


106-ე აუდიტორიაში ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებისთვის ინტერაქტიური სემინარი ჩაატარა საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის საგანმანათლებლო პროექტების მენეჯერმა ნატა რობიტაშვილმა. მან სტუდენტებს შესთავაზა მსოფლიო ბანკის ახალგაზრდული ფონდის მიერ მხარდაჭერილ პროექტში მონაწილეობა, რომელიც კახეთის რეგიონში ელექტრონული ტურიზმისა და კომერციის განვითარების მიმართულებით ხორციელდება.

 

საწყის ეტაპზე სტუდენტებს მოამზადებენ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ელექტრონული მარკეტინგის და კომერციის სპეციალისტები. კახეთის რეგიონში სტუდენტების ტრანსპორტირებისა და განთავსების ხარჯების ანაზღაურება მოხდება ასოციაციის მიერ, მონაწილეებს გადაეცემათ მცირე წამახალისებელი დღიური ანაზღაურება.

 

პროექტი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის სტუდენტების ცოდნისა და ენერგიის პრაქტიკულად წარმართვას საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარების საქმეში. ყველა შერჩეულ სტუდენტს გადაეცემა მსოფლიო ბანკის პროექტში მონაწილეობის სერტიფიკატი.

 

 

საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge