საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის ქართულ-გერმანული ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა სასწავლო-პრაქტიკული ტური სტრასბურგსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. სტუდენტები ეწვივნენ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის პარლამენტს, შეხვდნენ თანამშრომლებს, გაეცნენ ამ ორგანიზაციების სტრუქტურას, მუშაობის წესსა და ფუნქციონირების თავისებურებებს;.
ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა დაათვალიერეს შტუდგარტისა (გერმანია) და ციურიხის (შვეიცარია) ღირშესანიშნაობები.
სასწავლო ტური ორგანიზებული და დაფინანსებულია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ.
ჯგუფს ხელმძღვანელობდა საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ანა ფირცხალაშვილი.
საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge