109-ე აუდიტორიაში ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებისთვის ინტერაქტიური სემინარი ჩაატარა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა გიორგი ბრეგაძემ.
სემინარზე განხილული საკითხები შეეხო საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს, 2017 წლის 27 აპრილს სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციის თემატიკას. კონფერენცია სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს ჩაატარონ ინდივიდუალური კვლევები, შესთავაზონ ახალი იდეები საქართველოში ტურიზმის პოლიტიკის განმახორციელებელ ორგანოს და ამით საკუთარი წვლილი შეიტანონ ტურიზმის სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების განხორციელების საქმეში.
სემინარი სტუდენტთა მაღალი აქტივობით წარიმართა.
საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge