გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში შედგა ბიზნესისა და მართვის სკოლის დოქტორანტის ლევან გორგილაძის დისერტაციის დაცვა თემაზე: „სოციალური უზრუნველყოფის სისტემის რეგიონული პოლიტიკის ფორმირების და განხორციელების ძირითადი მიმართულებები (აჭარის მაგალითზე)“.
დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდნენ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ოთარ გერზმავა და ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ბესიკ ბოლქვაძე.
საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტმა შესაძლებლად ჩათვალა - ლევან გორგილაძეს მიენიჭოს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი. გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეცა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს.
საკონტაქტო პირი: მაია გოგიაშვილი; m.gogiashvili@gruni.edu.ge