გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში არაფორმალური განათლების კვირეული დასრულდა. ალმა მატერის სტუდენტებს ჩაუტარდათ ტრენინგები შემდეგი თემატიკით: ლიდერობა და გუნდური მუშაობა, მენეჯმენტის პრინციპები და ადამიანური რესურსების მართვა, ეფექტური პრეზენტაცია და საჯარო გამოსვლის ხელოვნება.
მონაწილეები დაჯილდოვდნენ ორენოვანი სერთიფიკატებით.
საკონტაქტო პირი: კარიერის განვითარებისა და სტუდენტთა მხარდაჭერის სამსახური