შეხვედრა წარმატებულ კურსდამთავრებულთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შეხვედრა წარმატებულ კურსდამთავრებულთან


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მასტერკლასი ჩაატარა ბიზნესის ადმინისტრირების ქართულ-გერმანულენოვანი პროგრამის კურსდამთავრებულმა, პროკრედიტ ბანკის ბიზნეს-სესხების ექსპერტმა ანანო ჩომახიძემ.

 

შეხვედრაზე განხილულ იყო პროკრედიტ ბანკის საქმიანობა, ბანკის მიერ შემუშავებული კადრების შერჩევის ახალი სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს წარმატებულ კურსდამთავრებულებს თავისი ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. ანანომ საკუთარ გამოცდილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ მისცა კარიერული ზრდის საშუალება.

 

ლექციას ესწრებოდნენ, როგორც ბიზნესისა და მართვის, ისე სამართლის სკოლის სტუდენტები.

 

 

საკონტაქტო პირი: ქეთევან მაისურაძე; k.maisuradze@gruni.edu.ge