გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ყველა სკოლის სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო დასაქმების სააგენტო „ეიჩარი“-ის მიერ ორგანიზებულ „დასაქმების ფორუმში“.
ფორუმის ფარგლებში, საქართველოში მოქმედი 60-მდე მსხვილი კომპანიის წარმომადგენელთან შედგა დასაქმების მსურველი სტუდენტების შეხვედრა და გასაუბრება კარიერული ზრდის უზრუნველყოფის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ დასაქმების სააგენტო „ეიჩარი”-ის ინიციატივით სტუდენტებისათვის შეიქმნა მონაცემთა ელექტრონული ბაზა, რაც დასაქმებისათვის უნიკალურ ინსტრუმენტად შეიძლება ჩაითვალოს. დამსაქმებელს ეძლევათ შესაძლებლობა შეარჩიოს სასურველი კანდიდატურა, ხოლო სტუდენტს - ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით დაგეგმოს საკუთარი წარმატებული კარიერა.
საკონტაქტო პირი: ქეთევან კიტოვანი k.kitovani@gruni.edu.ge