2016 წლის 4 მაისს, ქ. თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ დედაქალაქის საკრებულოს იურიდიული კომისიის საქმიანობაში, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში მიღებული თეორიული ცოდნისა და პროფესიული უნარ-ჩვევების პრაქტიკულ რეალიზებას, მნიშვნელოვან საზოგადოებრივ და სამართლებრივ საკითხებზე სტუდენტების ინიციატივის განვითარებას.
საკონტაქტო პირი: საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია მეტრეველი
ტელ: (+995 32) 2384406 (122); ფაქსი: (+995 32) 2384406; ელ-ფოსტა: pr@gruni.edu.ge