საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტის დეტალები პირადად გააცნო. მინისტრმა სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ სხვა აქტუალურ საკითხებზეც ისაუბრა.
ქალბატონმა თინამ პრეზენტაციის შემდეგ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. ახალგაზრდები, რეზერვის თემის გარდა, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებისა და ნატოში გაწევრიანების საკითხებითაც დაინტერესდნენ.
მინისტრმა ამომწურავი პასუხები გასცა დასმულ შეკითხვებს.
საკონტაქტო პირი: საზოგადოებასთან ურთიერთობისსამსახურის უფროსი ნათია მეტრეველი
ტელ: (+995 32) 2384406 (122); ფაქსი: (+995 32) 2384406; ელ-ფოსტა: pr@gruni.edu.ge