ქ.თბილისის მერიის სტუდენტური სტაჟირების პროგრამა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ქ.თბილისის მერიის სტუდენტური სტაჟირების პროგრამა

 

სტაჟირების პროგრამა „დაიწყე კარიერა“

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია საბაკალავრო საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირების პროგრამას „დაიწყე კარიერა“, რომლის ფარგლებში თბილისში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მეოთხე კურსის სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ 3 თვიანი, არაანაზღაურებადი პროფესიული პრაქტიკა. პროგრამის ფარგლებში მოხდება დარეგისტრირებული სტუდენტების გადანაწილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ უწყებებში (შპს, ააიპ) სტუდენტის განათლების პროფილის გათვალისწინებით.

 

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.

 

სტუდენტები პროფესიულ სტაჟირებას გაივლიან შემდეგი მიმართულებებით:

  •  ხელოვნება
  •  სპორტი
  •  განათლება
  •  ვეტერინარია
  •  სამართალი
  •  ტრანსპორტი
  •  ჯანდაცვა და მედიცინა
  •  არქიტექტურა მშენებლობა
  •  საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
  •  კომპიუტერული მეცნიერებები
  •  ბიზნესის ადმინისტრირება
  •  საინჟინრო მეცნიერებები და ტექნოლოგიები
  •  არქიტექტურა-მშენებლობა

 

სტუდენტების გადარჩევა მოხდება GPA-ს საფუძველზე, ერთნაირი ქულების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველი (ოჯახის ქულა 70 000-ზე ნაკლები) და 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახის წევრ სტუდენტებს.

 

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, უნდა შეავსოთ აპლიკაცია 7 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით 24:00 საათამდე (ბმული).

 

სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.

 

საკონტაქტო პირი:

კარიერის განვითარებისა და სტუდენტთა მხარდაჭერის სამსახური

ტელ: (+995 32) 2384406  (121) ; | ფაქსი: (+995 32) 2384406 | ელ-ფოსტა: career@gruni.edu.ge