სამეცნიერო მოხსენებები ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სამეცნიერო მოხსენებები ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტში

 

2015 წლის 26 ნოემბერს ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა, ასოც. პროფ. გიორგი ხუროშვილმა და ასოც. პროფ. გიორგი თავაძემ წაიკითხეს მოხსენებები ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტის (პოზნანი, პოლონეთი) ფილოსოფიის ინსტიტუტში. გიორგი ხუროშვილის მოხსენება ეხებოდა თემას: „იერუსალიმი და ათენი ადრეულ ქრისტიანულ ფილოსოფიაში“, ხოლო გიორგი თავაძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე „საკრალური ადგილებისა და სივრცეების ფილოსოფია. ადგილი და იდენტობა ხევსურეთში“.

 

მოხსენებებს ესწრებოდნენ ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის სტუდენტები და ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები. მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც მომხსენებლებმა დამსწრე აუდიტორიასთან ერთად განიხილეს თემასთან დაკავშირებული საკითხები.