ნინა პერტენავას საჯარო ლექცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ნინა პერტენავას საჯარო ლექცია


24 მარტს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა - ნინა პერტენავამ, გამართა საჯარო ლექცია "LOVE EAT PR". ლექცია ადვილად ხსნის პიარის არსს და ადამიანის ხედვის ბუნებით მოცემულ თავისებურებებს, ამ ლექციის შემდეგ ბევრი რამ ახლებურად აღიქმება და გასაგები ხდება. ლექცია საინტერესოა ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლისთვის.

 

ნინა პერტენავა - საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტია, ფლობს ხელოვნებამცოდნეობის ბაკალავრის და მაგისტრის ასევე მოსკოვის სახლემწიფო უნივერსიტეტის იმიჯმეიკერის დიპლომს, ნინას 15 წლიანი გამოცდილება აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში, იგი მუშაობდა ა.შ.შ ერთერთ წამყვან პიარ საგენტო Jackson Spalding (ატლანტა)-ში, ნინა კონსულტაციას უწევდა ისეთ კომპანიებს, როგორიც არის: ჯონსონი და ჯონსონი, იოლი ჯგუფი, USAID და ა.შ, ნინას გავლილი აქვს მარვალი ტრეინინგ-კურსები საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციების მიმართულებით, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე, იგი არის მრავალი საინტერესო და ინოვაციური პროექტების ავტორი და განმახორციელებელი.

 

შეხვედრა გაიმართა კარიერის განვითარებისა და სტუდენტთა მხარდაჭერის სამსახურის ინიციატივით.