პროფესიული სტაჟირება სტუდენტებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პროფესიული სტაჟირება სტუდენტებისათვის

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსები) საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის დაიწყო პროფესიული სტაჟირების უფასო პროგრამა კომპანიაში “ჰიპ ჯორჯია”.

 

პროგრამაში მონაწილეობენ დამამთავრებელი წლის სტუდენტები - წულაძე სალომე, მახათაძე ქეთი, გალუსტოვა დიანა, ბერიძე ჯემალი, ხაჩიური ნანა, ხაჩიძე მარიამი, ჩხაიძე ნონა, სადღობელაშვილი ბესიკი და მიგრიაული ანა.

 

სტაჟირების პროცესში, გარდა პრაქტიკული საქმიანობისა, სტუდენტებს ჩაუტარდებათ მასტერ-კლასები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:  ფინანსური აღრიცხვის ძირითადი პრინციპები და ფინანსური უწყისები; საბალანსო უწყისის კომპონენტები, ორმაგი გატარება; საბალანსო უწყისის ფორმულა და მოგება-ზარალის უწყისთან არსებული კავშირი; მოკლევადიანი და გრძელვადიანი აქტივების აღრიცხვა; ცვეთა და ცვეთის ცხრილი, მეთოდები; მოკლე და გრძელვადიანი ვალდებულებები და სესხის ამორტიზაცია; გადავადებული საგადახდო აქტივებისა და ვალდებულებების წარმოშობის მიზეზის დადგენა და ანალიზი; ფულის მოძრაობის კონტროლის სისტემები, უწყისი და მისი მომზადება, საინვესტიციო და საფინანსო ფულის მოძრაობა; საოპერაციო ფულის მოძრაობის პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდებით აღრიცხვა; ფულადი სახსრებოს მოძრაობის ანალიზი და სხვ.