თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტში (გერმანია), ერთი სემესტრით სწავლობდნენ ბიზნესის ადმინისტრირების სკოლის სტუდენტები სალომე აფხაზავა, ლუკა კახელი (გერმანულ ენაზე), სალომე მალაშხია და თამარ დოლაბერიძე (ინგლისურ ენაზე). მათგან ორმა წარმატებით დაასრულა გერმანიაში სწავლა და განაგრძობს აკადემიურ აქტივობას ჩვენს უნივერსიტეტში.
გერმანულენოვანი პროგრამის სტუდენტების დაფინანსება უზრუნველყო გერმანულმა მხარემ, ხოლო ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტები დაფინანსდნენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ.