2015 წლის თებერვალს დასრულდა ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) გაცვლითი პროგრამის EMINENCE და EMINENCE 2 პროექტების შესარჩევი კონკურსი, რომელშიც გამარჯვება მოიპოვა სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა მირანდა თედეშვილმა, რომელიც 2015 წლის სექტემბრიდან სწავლას განაგრძობს ბაბეშ-ბოიაის უნივერსიტეტში (რუმინეთი). პოსტ-დოქტორანტების კონკურსში გაიმარჯვა ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელმა გიორგი თავაძემ, რომელიც 2015 წლის სექტემბრიდან 6 თვის განმავლობაში კვლევას განაგრძობს ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტში (პოლონეთი).