2014 წლის 28-29 ნოემბერს ფოთისა და ხობის ეპარქიაში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ფილოსოფია და ღვთისმეტყველება შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში". კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ კავკასიური ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების სამეცნიერო-კვლევითი არქივი (ახალი საქართველოს უნივერსიტეტი), იოანე პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოება და ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი.
კონფერენციის სამუშაო გეგმა:
კონფერენციის გახსნა - ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)
პროფ. თენგიზ ირემაძე, ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი) - ფილოსოფია და ღვთისმეტყველება შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში (ანონიმი ავტორი, ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი)
პროფ. მაგდა მჭედლიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზანტინისტიკის ინსტიტუტი -იოანე პეტრიწისა და ნიკოლოზ მეთონელის „დიალოგი" პროკლეს ფილოსოფიის შესახებ
პროფ. უდო რაინჰოლდ იეკი, ბოხუმის რურის უნივერსიტეტი, ბოხუმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლიუნებურგის უნივერსიტეტი (გერმანია) - Friedrich Creuzer findet Joane Petrizi. Geschichte einer Entdeckung [ფრიდრიხ კროიცერი „იპოვის" იოანე პეტრიწს. ერთი აღმოჩენის ისტორია], მოხსენების თარგმანი შეასრულა ასისტ.-პროფესორმა გიორგი თავაძემ
მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი, თეოლოგიის დოქტორი საეკლესიო სამართალში (თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია) - ჰუმანიზმის იდეები შუა საუკუნეების ქართულ საეკლესიო სამართალში
პროფ. მიხეილ გოგატიშვილი (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ამერიკული პოლიტიკური აზროვნების ცენტრის დირექტორი) - შუა საუკუნეების ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურ-იდეოლოგიური პარადიგმები
პროფ. ჰელმუტ შნაიდერი (კასელის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტი (გერმანია) / ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგე) - Wer ist Pseudo-Dionysios Areopagita?[ვინ არის ფსევდო-დიონისე არეოპაგელი?] მოხსენებისა და დისკუსიის თარგმანი შეასრულა ასისტ.-პროფესორმა გიორგი თავაძემ
პროფ. ლალი ზაქარაძე (შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის კულტურის მეცნიერებათა განყოფილების გამგე) - დიონისე არეოპაგელის მისტიკური ღვთისმეტყველება და შუა საუკუნეების ქართული აზროვნება (ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი, შოთა რუსთაველი)
მაღალყოვლადუსამღვდელოესი სტეფანე (კალაიჯიშვილი), ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი - მაქსიმე აღმსარებელი და საქართველო
დეკანოზი თეიმურაზი (თათარაშვილი), თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი - იოანე დამასკელი ქართულ ფილოსოფიურ და საღვთისმეტყველო ტრადიციაში
გიორგი ხუროშვილი, ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტი (პოზნანი/პოლონეთი) -პოლიტიკური აზროვნების კონცეფციები შუა საუკუნეების საქართველოში (არსენ იყალთოელი და დავით აღმაშენებელი) ონლაინ-ჩართვა განხორციელდა ქ. პოზნანიდან
პლენარული მოხსენება: მეუფე ზენონი (იარაჯული), დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი - ისლამი თანამედროვე გამოწვევების კონტექსტში