ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითმა ინსტიტუტმა დაიწყო თანამშრომლობა ცნობილ გერმანულ გამომცემლობასთან „ლოგოსი“. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაიწყება ახალი სამეცნიერო სერიის „ფილოსოფია და სოციალური თეორია“ – „Philosophie und Sozialtheorie (PhSt)“ – გამოცემა. სერიის დამფუძნებლები და გამომცემლები არიან: პროფ. თენგიზ ირემაძე (თბილისი), პროფ. უდო რაინჰოლდ იეკი (ბოხუმი/ლიუნებურგი), პროფ. ჰელმუტ შნაიდერი (კასელი/თბილისი). სერიის სარედაქციო საბჭოს წევრები და რედაქტორები არიან ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები: ფილოსოფიის დოქტორი გიორგი თავაძე (თბილისი), ასისტენტი გიორგი ხუროშვილი (თბილისი) და გიორგი გიგაური (თბილისი/პორტ-მორსბი). სერიის სამეცნიერო საბჭოში კი შედიან ცნობილი დასავლელი ფილოსოფოსები და სოციალური თეორიის წარმომადგენლები: აქსელ ჰონეტი, ფერდინანდ ფელმანი, ქრისტოფ იამე, გურამ თევზაძე და ბურკჰარდ მოიზიში.
სერიის ტომის სათაური იქნება „გავიგოთ სიცოცხლე“ და მასში განხილული იქნება სიცოცხლისა და ისტორიის ურთიერთმიმართების საკითხები როგორც დასავლური, ასევე, აღმოსავლური აზროვნების პერსპექტივებიდან. კრებულში სტატიები გამოქვეყნდება ინგლისურ და გერმანულ ენებზე. კრებულის ავტორები არიან ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლები (თენგიზ ირემაძე, ლალი ზაქარაძე, მიხეილ გოგატიშვილი, გიორგი ბარამიძე, გიორგი თავაძე, გიორგი ხუროშვილი) და ცნობილი ევროპელი ფილოსოფოსები (ფერდინანდ ფელმანი, ქრისტოფ იამე, უდო რაინჰოლდ იეკი, გუდრუნ კიუნე-ბერტრამი, ჰანს ულრიხ ლესინგი, ჰელმუტ შნაიდერი).
გამომცემლობის ვებ-გვერდი: http://www.logos-verlag.de/